საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სამუშაო შეხვედრა “ვიმსჯელოთ ერთად”

18.04.2019
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინიციატივის - „ვიმსჯელოთ ერთად" ფარგლებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. მან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაცია გააცნო, რის შემდეგაც შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის  დაკომპლექტების საკითხთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ გამოთქმული ძირითადი რეკომენდაციის შესახებ ისაუბრეს. ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა.

ცესკოს ინიციატივის - „ვიმსჯელოთ ერთად" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა მეორედ გაიმართა. ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელობასთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დამკვირვებლის სტატუსით იყვნენ რეგისტრირებული 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის და ამავდროულად შეუერთდნენ 2018 წლის „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციათა ქცევის კოდექსით“ განსაზღვრულ პრინციპებს, ასევე საარჩევნო სფეროში მომუშავე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ცესკოს ახალი ინიციატივა - „ვიმსჯელოთ ერთად“ მიზნად ისახავს სამოქალაქო სექტორთან საარჩევნო საკითხებზე პოზიციების გაცვლას და მსჯელობას; ამ საკითხების ერთობლივი ანალიზი კი ხელს შეუწყობს საარჩევნო საკითხებზე საერთო ხედვის ჩამოყალიბებას.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia