საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგი 2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის

15.04.2019
ბეჭდვა

2019 წლის 13-14 აპრილს ცესკოს სწავლების ცენტრმა განახორციელა მოსამზადებელი სასწავლო კურსი საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერებისთვის, რომლებიც, 2019 წლის 19 მაისის საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოფენ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინტენსიური სასწავლო პროგრამების განხორციელებას საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის. 

მონაწილეები სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნენ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის:

  • ტრენინგების ადმინისტრირება - ტრენინგების სისტემა და ეტაპები, ტრენინგების მეთოდოლოგია, სასწავლო მასალები;
  • საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს შორის კომუნიკაცია/კოორდინაცია;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხები;
  • კენჭისყრის დღე და საარჩევნო ოპერაციების მართვა;
  • ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის პროცედურული მექანიზმები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტი და ქცევის ნორმები;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება;
  • არჩევნების სანდოობა და უსაფრთხოება;
  • კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.

ტრენერთა ტრენინგი 25 მონაწილემ გაიარა. საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთათვის ტრენინგების ჩატარების დეტალური გრაფიკები გასაჯაროვდება სწავლების ცენტრის და ცესკოს ვებ-გვერდებზე.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia