2019 წლის 18 თებერვალს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 47 არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ მიმართულებებზე:
ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით დაფინანსებული 23 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს 2019 წლის 19 მაისის შუალედური და რიგგარეშე არჩევნებისთვის საარჩევნო საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებული იქნება ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე და საარჩევნო უფლებების რეალიზების საკანონმდებლო მექანიზმებზე.
თემატიკის მიზნიდან გამომდინარე, განისაზღვრა საგრანტო პროექტების განხორციელების 7 არეალი, სადაც იმართება საქართველოს პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური და მუნიციპალიტეტის მერის რიგგარეშე არჩევნები, კერძოდ მთაწმინდის, მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდის, ხულოს, საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის საარჩევნო ოლქები.
პირველ მიმართულებაზე დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2019 წლის 15 აპრილიდან - 15 მაისამდე პერიოდში განხორციელდება. არასამთავრობო ორგანიზაციებზე ჯამურად გაცემულმა თანხამ შეადგინა - 452948,26 ლარი.
ახალგაზრდა ამომრჩევლების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით დაფინანსებული 24 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს ახალგაზრდა ამომრჩევლების სამოქალაქო განათლების უზრუნველყოფის ინიციატივას, რომელიც ორიენტირებულია ახალგაზრდა ამომრჩევლებისათვის ინფორმაციის მიწოდებაზე დემოკრატიული არჩევნებისა და არჩევნების გზით ქვეყნის მართვის პროცესში ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხებზე, საქართველოში სახელმწიფო მოწყობისა და არჩევითი ორგანოების ფორმირების წესზე, ელექტორატსა და მის მიერ არჩეულ ინსტიტუციებს შორის ანგარიშვალდებულების პრინციპის შესახებ, არჩევნების პოპულარიზაციასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდის უზრუნველსაყოფად სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
თემატიკის მიზნიდან გამომდინარე, დაფინანსებული საგრანტო პროექტები განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, კახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია და აჭარა) 2019 წლის 15 აპრილიდან - 15 ივნისამდე პერიოდში. მეორე მიმართულებაზე არასამთავრობო ორგანიზაციებზე ჯამურად გაცემულმა თანხამ შეადგინა - 717764,05 ლარი.
საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.