საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სასწავლო პროგრამის „ტრენერის პროფესიული უნარების განვითარება“ განხორციელება დაიწყო

02.04.2019
ბეჭდვა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების ცენტრი) 2019 წლის 1 - 10 აპრილის პერიოდში განახორციელებს სასწავლო პროგრამას „ტრენერის პროფესიული უნარების განვითარება“.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს, რომლებმაც ისაუბრეს აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობაზე, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო პროფილით სასწავლო პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად პოტენციური ტრენერების რესურსის გამოვლენა-განვითარებას. მონაწილეებს ასევე  ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი მიესალმნენ.

სწავლების ცენტრის მიერ პოტენციური ტრენერებისთვის შემუშავებული ოთხ დღიანი სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს:

  • სპეციალიზირებული სწავლების ბლოკს, რომელიც დაეთმობა ტრენერის უნარ-ჩვევების განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებს (ტრენინგის დაგეგმვა და სტრუქტურა; ტრენინგის პროგრამის დიზაინი; ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია; ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები; ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენისა და გამოყენების ტექნიკა; პრეზენტაციის წარდგენა და სხვა პროფესიული უნარ-ჩვევები);
  • პროფილური სწავლების ბლოკს, რომელიც დაეთმობა შემდეგი ძირითადი საკითხების განხილვა-შესწავლას: დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები და არჩევნების სახელმძღვანელო პრინციპები, არჩევნებში ჩართული მხარეების როლი, საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები, ხმის მიცემის პროცესში ამომრჩეველების საარჩევნო უფლებების რეალიზების ხელშეწყობის პროცედურული მექანიზმები, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტი და ქცევის ნორმები.

ზემოაღნიშნული პროგრამისთვის მონაწილეთა შერჩევა 63 მუნიციპალიტეტის მიხედვით განხორციელდა. შემოსული 250-მდე განაცხადის განხილვის, ტესტირებისა და გასაუბრების შედეგების გათვალისწინებით სასწავლო პროექტისთვის 88 მონაწილე შეირჩა. ტრენინგები 2 ნაკადად, 4 ჯგუფს ჩაუტარდება (I ნაკადი: 1-4 აპრილი; II ნაკადი: 7-10 აპრილი). მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სასწავლო პროგრამას, ჩაირიცხებიან საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა რეზერვში. აღნიშნული საკადრო რესურსის გამოყენება, მათი თანხმობის საფუძველზე, სწავლების ცენტრის მიერ შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა საინფორმაციო-სასწავლო პროგრამების განსახორციელებლად. ტრენინგების ჩატარებას სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia