მიმდინარე წლის 10 - 11 დეკემბერს, სწავლების ცენტრმა გამართა შემაჯამებელი შეხვედრა 2018 წელს გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომელთა მიერ განხორციელებული პროექტები შემდეგ მიმართულებებს მოიცავდა:
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს, რომლებმაც საარჩევნო კულტურისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. სწავლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნინო ბერულავამ კი, როგორც მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა, მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია საგრანტო პროექტების მიმდინარეობაზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგების შესახებ.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შედეგებზე, განიხილეს გამოწვევები და სამომავლო ინიციატივები.
2018 წლის 8 თებერვლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი პრეზენტაციები:
საკონკურსო თემატიკა - ახალგაზრდა ამომრჩეველი და სამოქალაქო აქტიურობა საზოგადოებრივ - პოლიტიკურ (საარჩევნო) პროცესში
საკონკურსო თემატიკა - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა
2018 წლის 16 აპრილის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი პრეზენტაციები:
საკონკურსო თემატიკა - ამომრჩეველთა ინფორმირება 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის
საკონკურსო თემატიკა - ახალგაზრდა ამომრჩეველთა საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო ჩართულობის დონის ამაღლების ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის
საკონკურსო თემატიკა - მოწყვლადი ჯგუფების და ქალების მონაწილეობის ხელშეწყობა 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის
2018 წლის 17 ივლისის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შემაჯამებელი პრეზენტაციები:
საკონკურსო თემატიკა - ადგილობრივი მაუწყებელი ამომრჩეველთა ინფორმირებისა და საარჩევნო ცნობიერების ამაღლებისთვის