საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგები საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის

18.11.2018
ბეჭდვა

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის, ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადება განხორციელდება შემდეგი სისტემით:

I ეტაპი: საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) სწავლება

სამიზნე ჯგუფი: 3648 საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები

თემატიკა: ხელმძღვანელი პირების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს შორის ყურადღება გამახვილდება ხმის დათვლის პროცესზე, კენჭისყრის დღის შემაჯამებელი ოქმის შევსების ინსტრუქციაზე, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესზე, კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრებთან დაკავშირებით საკანონმდებლო რეაგირების მექანიზმებზე, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის წარმოებაზე

ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია: პრაქტიკული სწავლება

ტრენინგის ხანგრძლივობა: 3.00 საათი

ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 2018 წლის 20-22 ნოემბერი (3 დღე)

II ეტაპი - საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების სწავლება (თითო კომისიის 9 წევრი)

სამიზნე ჯგუფი: 3648 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები

თემატიკა: ყურადღება გამახვილდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილებასა და ამ ფუნქციების შესრულებაზე, რეგისტრატორების მიერ მონაცემთა სისწორის შემოწმების საკითხებზე, ხმის დათვლის პროცესზე, საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვის წესზე

ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია: პრაქტიკული სწავლება

ტრენინგის ხანგრძლივობა: 1.00 საათი

ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 2018 წლის 23-25 ნოემბერი (3 დღე)

ტრენინგების I ეტაპის გრაფიკები იხილეთ ბმულზე.

ტრენინგების II ეტაპის გრაფიკები იხილეთ ბმულზე.

გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება დაუყოვნებლივ.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia