საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა

18.10.2018
ბეჭდვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ცესკოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა. თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს ადაპტირებული საარჩევნო უბნების მონიტორინგის საკითხის შესახებ, ასევე კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე შშმ პირებისთვის საარჩევნო უფლების რეალიზების ხელშეწყობის თვალსაზრისით შეთავაზებულ სერვისებთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. სწავლების ცენტრის დირექტორმა, ნათია ზაალიშვილმა სამუშაო ჯგუფის წევრებს განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტებისა და საგრანტო კონკურსების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ, 2018 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, შშმ პირთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიმართულებით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ იმსჯელა და აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამი ძირითადი მიმართულება - შშმ პირთა ინფორმირება, ადმინისტრაციის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და საარჩევნო უბნების აღჭურვის პროცესში შშმ პირთა საჭიროებების მაქსიმალურად გათვალისწინება, უკვე შესრულებულია. ჯგუფის წევრებმა დღესვე საკუთარი რეკომენდაციებიც წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მსგავსი ტიპის შეხვედრები საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, მუდმივად იმართება.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718192021
22
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia