საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 12 - 14 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა III ეტაპის ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს.
პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:
- საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით;
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის გახსნის პროცესში;
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო ფუნქციები კენჭისყრის პროცესში და რეაგირება;
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საორგანიზაციო ფუნქციები საარჩევნო უბნის დახურვის პროცესში;
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების საზედამხედველო ფუნქციები დათვლის პროცესში და რეაგირება;
- საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების კომპეტენცია კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენასა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში;
- კენჭისყრის დღის განცხადება/საჩივრები.
საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები პრაქტიკული მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა.
ჩატარებულ ტრენინგებს ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის და 5 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლები დაესწრნენ:
- ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი (OSCE/ODIHR);
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
- ახალგაზრდული ცენტრი - ჩვენი თაობა 1921;
- დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;
- საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი;
- საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი.
III ეტაპის ტრენინგები გაიარა 3637 საუბნო საარჩევნო კომისიის 9478 ხელმძღვანელმა პირმა, მათ შორის ქალი - 7129, კაცი - 2349. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.