საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა II ეტაპის ტრენინგებზე დასწრების სტატისტიკა 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის

17.10.2018
ბეჭდვა

საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, 3 – 11 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა II ეტაპის ტრენინგები, რომელიც დაეთმო საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა (თითო კომისიიდან 9 წევრი) სწავლებას. 

პროფილური სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • საარჩევნო უბნის გახსნა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის ფუნქციების წილისყრით განაწილება;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საქმიანობის განხორცილება კენჭისყრის პროცესში ამომრჩევლის საარჩევნო უფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად;
  • ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების დაცვა;
  • კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ საქმიანობის განხორცილება საარჩევნო უბნის დახურვისა და ხმის დათვლის პროცესში;
  • კენჭისყრის შედეგების შეჯამება საუბნო საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო კომისიების წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგები ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად მონაწილეებმა განახორციელეს ეპიზოდური ინსცენირებები. პრაქტიკული სწავლების ფარგლებში, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ასევე გაეცნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა კენჭისყრაში მონაწილეობის საკითხებს ვიდეო-რგოლის ჩვენებით და შესაბამისი ინსტრუქტაჟის მიღებით.

ჩატარებულ ტრენინგებს 2 საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის და 7 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებლები დაესწრნენ (სულ - 67 დამკვირვებელი):

  • ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ცენტრი (OSCE/ODIHR);
  • ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI);
  • საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი  საქართველო;
  • დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი;
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება;
  • ახალგაზრდული ცენტრი ჩვენი თაობა 1921;
  • საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი“;
  • საქართველოს დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი;
  • ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი.

II ეტაპის ტრენინგები გაიარა 3637 საუბნო საარჩევნო კომისიის 25355 წევრმა, მათ შორის ქალი - 19319, კაცი - 6036. დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.  

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia