საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საინფორმაციო შეხვედრა რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებთან

03.10.2018
ბეჭდვა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა რეგიონული მედია საშუალებების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს, რომლებმაც არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირების უზრუნველსაყოფად მედიის როლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.  

ცესკოსა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები და განიხილეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის:

  • მედიის როლი საარჩევნო პროცესში;
  • კენჭისყრის დღე და ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციები;
  • ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობა;
  • ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნენ უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებს და იმსჯელეს მედიის როლის მნიშვნელობაზე მშვიდობიანი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობის პროცესში. აღნიშნულ საკითხებზე  ინფორმაციის მიწოდება  შინაგან საქმეთა სამინისტროს და სწავლების ცენტრის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა კი მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება არჩევნების გაშუქების ძირითად სქემებთან და  არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებთან დაკავშირებით.

შეხვედრის ბოლოს მედიის წარმომადგენლებს გადაეცათ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული დამხმარე სახელმძღვანელოები.

საინფორმაციო შეხვედრა თბილისში, 2 ოქტობერს ჩატარდა, რომელშიც მონაწილობა ტელე/ რადიო მაუწყებლების, ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა მიიღეს. მორიგი შეხვედრა 3 და 4 ოქტომბერს გაიმართება.

მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრებს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა" და "ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან" თანამშრომლობით ატარებს.

ვიდეო გალერეა

ტრენინგი რეგიონული მედიის წარმომადგენლებისთვის

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia