საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სწავლების ცენტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმა

27.09.2018
ბეჭდვა

2018 წლის 27 სექტემბერს, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. აღიშნულ დოკუმენტს ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და შსს აკადემიის რექტორმა ივანე პაპიაშვილმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმით გამოხატული თანამშრომლობის ფარგლებში სწავლების ცენტრი და შსს აკადემია შეიმუშავებს საინფორმაციო-სასწავლო პროგრამას სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისა და საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. სასწალო კურსს გაივლის საარჩევნო კომისიების 44 000-მდე წევრი და სამართალდამცავი ორგანოების 8000-მდე წარმომადგენელი.

სწავლების ცენტრი და შსს აკადემია არჩევნებში ჩართულ სხვა მხარეებსაც - ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების და მედიის წარმომადგენლებს სთავაზობს საინფორმაციო-სასწავლო პროგრამებს არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე.

დღევანდელ ღონისძიებას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი და საქართველოში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პროექტის (IFES) ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე ესწრებოდნენ, რომლებმაც მემორანდუმით გამოხატული ინიციატივის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება, რაც სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობას ისახავს მიზნად. 

 

ვიდეო გალერეა

სწავლების ცენტრმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ მემორანდუმი გააფორმა

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia