საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს უნივერსიტეტები შეუერთდნენ

25.06.2012
ბეჭდვა

მიმდინარე წლის 25 ივნისს, 15  საათზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი შეუერთდნენ  2010 წლის 28 სექტემბერს ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს პარტნიორ უნივერსტეტებში ჟურნალისტიკის, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე საარჩევნო სამართლის კურსის დანერგვას, სტუდენტების  სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას. 

შეხვედრას ესწრებოდნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, იურიდიული და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანები და  ადგილობრივი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე  პარტნიორი  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად 2011-2012 სასწავლო წელს მიმდინარე სწავლების კურსის შედეგები შეაჯამეს. ასევე მოხდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტის იმ სტუდენტების მიერ მომზადებული ვიდეორგოლების ჩვენება, რომლებიც საარჩევნო კურსში იყვნენ ჩართულები. ხოლო სწავლების ცენტრთან არსებული იურიდიული კლინიკის სტუდენტებს კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატები ცესკოს თავმჯდომარემ ბატონმა ზურაბ ხარატიშვილმა  და სწავლების ცენტრის დირექტორმა ქალბატონმა ნათია ზაალიშვილმა გადასცეს.

 

  

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia