საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციამ ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციის (ACEEEO) საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

10.09.2018
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაციისა (ACEEEO) და ლიტვის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებულ გენერალური ასამბლეის შეხვედრასა და 27-ე ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის ძირითადი თემა იყო „ამომრჩეველთა კონფიდენციალობის, უსაფრთხოების და სანდოობის უზრუნველყოფა“, სადაც განსაკუთრებული აქცენტი საარჩევნო პროცესში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე გაკეთდა.

ცესკოს თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ იმ პროექტებსა და საქმიანობებზე, რაც საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობის ზრდის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.

კონფერენციაში საარჩევნო ადმინისტრაციების და არჩევნებში ჩართული მხარეების 150-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ACEEEO-ს ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია 5-7 სექტემბერს ვილნიუსში გაიმართა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia