საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგ-პროგრამა არჩევნების მართვის შესახებ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით

28.08.2018
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სპეციალიზებულ ტრენინგ-პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების მართვას ეხებოდა. სწავლება საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირებისთვის, მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციის (A-WEB) ორგანიზებით სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში გაიმართა.

ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ ცისკარიძემ და ცესკოს სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსმა ზურაბ ლუაშვილმა სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიიღეს ინფორმაცია ისეთიმნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიც არის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავება საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით, საარჩევნო მენეჯმენტი, ასევე საარჩევნო ტექნოლოგიების უახლესი მიღწევები და გამოწვევები. სწავლება მოიცავდა დისკუსიასაც, სადაც სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკუთარ გამოცდილება გაუზიარეს.

სასწავლო პროგრამის ფარგლებში ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ავთანდილ ცისკარიძემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე საარჩევნო მართვის სპეციალიზებული სასწავლო პროგრამის შესახებ. ცესკოს წარმომადგენელმა საინფორმაციო ტექნოლოგიების როლზე ისაუბრა საარჩევნო პროცესებში.

ტრენინგი 18-25 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციის 30 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia