არჩევნებში ჩართული მხარეების და საარჩევნო კომისიების წევრთა მიერ საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა შეიმუშავა შესაბამისი სასწავლო და საინფორმაციო ხასიათის თვალსაჩინო მასალა.
აღნიშნული სასწავლო მასალის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, სწავლების ცენტრმა ცესკოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით განახორციელა მათი თარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე.
საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლების საარჩევნო საკითხებზე ინფორმირების ხელშეწყობის მიზნით, სწავლების ცენტრმა ასევე უზრუნველყო 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების თარგმნა ინგლისურ ენაზე.