2012 წლის 16 ივნისს, რუსთავის იუსტიციის სახლში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიწვევით, პროექტ „ლიდერთა სახლის" ფარგლებში, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ტრენერებმა სკოლის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარეს თემაზე ”არჩევნებში მონაწილეობის სამოქალაქო მნიშვნელობა”.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ საქართველოში არჩევნების განვითარების ისტორიას 1919 წლიდან დღემდე, არჩევნებში ჩართული მხარეების როლსა და ფუნქციებს და უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებს.
ტრენინგი მიმდინარეობდა დისკუსიის ფორმატში, სკოლის მოსწავლეები გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს არჩევნებში მონაწილეობის სამოქალაქო მნიშვნელობის შესახებ. ტრენინგის დასასრულს მოსწავლეების მონაწილეობით მოეწყო იმიტირებული კენჭისყრა.
მონაწილეებს გადაეცათ ხელჩანთები სამახსოვრო მაისურებით, ბლოკნოტებითა და კალმებით.