საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციამ კანადაში, ონტარიოს ვიზიტორთა პროგრამაში მიიღო მონაწილეობა

13.06.2018
ბეჭდვა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციამ კანადაში, ონტარიოს 42-ე საერთო არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზებულ, ვიზიტორთა პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

პროგრამის ფარგლებში, 6 ივნისს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ცესკოს წევრმა დავით გურგენიძემ და ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა მონაწილეობა მიიღეს ონტარიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საპრეზენტაციო შეხვედრაში. ღონისძიებაზე, საქართველოს დელეგაცია გაეცნო ონტარიოში საარჩევნო პროცედურების მოდერნიზების პროცესს, საკანონმდებლო ცვლილებებს, კიბერუსაფრთხოების საკითხებს, ახალ საარჩევნო პროცედურებს, რომელიც 7 ივნისის 42-ე საერთო არჩევნებისთვის დაინერგა. მათ, ასევე გააზიარეს საკუთარი ქვეყნის გამოცდილება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით.

7 ივნისს, პროგრამის ფარგლებში თამარ ჟვანია, დავით გურგენიძე და ნათია ზაალიშვილი დაესწრნენ უბნების გახსნის და დახურვის პროცესს, ასევე კენჭისყრის მიმდინარეობას; არჩევნები ონტარიოში თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

5-8 ივნისს ორგანიზებულ ვიზიტორთა პროგრამაში საქართველოს ცესკოს დელეგაციამ ონტარიოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოწვევით მიიღო მონაწილეობა.

 

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia