საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო საკითხთა მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმი

05.06.2018
ბეჭდვა

2018 წლის 28 – 31 მაისს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, ცესკოს წევრმა მარინე წულუკიძემ, სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ცესკოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსმა თამარ კაპანაძემ საარჩევნო საკითხთა მე-16 საერთაშორისო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა.

სიმპოზიუმი საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრისა (ICPS) და პორტუგალიის ეროვნული საარჩევნო კომისიის ორგანიზებით გაიმართა. თამარ ჟვანიამ ღონისძიებაზე საარჩევნო პროცესებში ახალგაზრდა ამომრჩევლების ჩართულობის გაზრდასა და წახალისებაზე ისაუბრა. მან სიმპოზიუმის მონაწილეებს აღნიშნული მიმართულებით ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ უკვე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები გააცნო. 

ღონისძიების ფარგლებში განიხილავდნენ ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: არსებული და სამომავლო საარჩევნო ტექნოლოგიები, ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო პროცესებში, არჩევნები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლები, არჩევნებში ჩართული მხარეების ტრენინგი და დასაქმება, არჩევნები და ელექტრონული საარჩევნო კამპანიის წარმოება, გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური გაძლიერება.

სიმპოზიუმში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, საარჩევნო თემაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
567891011
12
131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia