საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საარჩევნო ადმინისტრაციას „ახალგაზრდების გაძლიერების ლაბორატორიის“ წევრები ეწვივნენ

17.05.2018
ბეჭდვა

16 მაისს, საარჩევნო ადმინისტრაციაში ღია კარის დღე გაიმართა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით დაარსებული „ახალგაზრდების გაძლიერების ლაბორატორიის“ წევრებს (ლაბორატორიაში ერთიანდებიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტები) ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა. მან სტუდენტებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლზე, საარჩევნო ადმინისტრაციის ინოვაციურ სერვისებზე და საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა თაობა დაინტერესებულია საარჩევნო პროცესით და საარჩევნო ადმინისტრაცის მუშაობით, თუმცა პირველ რიგში, მინდა ვისურვო, რომ უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდა მოდიოდეს არამხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ უშუალოდ საარჩევნო პროცესში იღებდეს მონაწილეობას, მიდიოდეს ყველა იმ ადგილას სადაც გადაწყვეტილების მიღება და ქვეყნის განვითარება ხდება“- განაცხადა თამარ ჟვანიამ სტუდენტებთან შეხვედრისას.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა არჩევნების არსის და საარჩევნო პროცესში  ამომრჩევლის როლის შესახებ სემინარი სახელწოდებით - „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩაატარეს. სემინარის ფარგლებში ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრის პროცესი: ახალგაზრდებმა პრაქტიკაში განახორციელეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გადის.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა საარჩევნო თემატიკის ისტორიული ფოტოგამოფენა და ცესკოს ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia