საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ვიზიტი რუმინეთში

07.05.2018
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა რუმინეთის 100 წლის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. რუმინეთის მუდმივმოქმედი საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებული ღონისძიება ორ ნაწილად მიმდინარეობდა და პირველ ნაწილში გამართული კონფერენციის მთავარი თემა თანაბარი საარჩევნო უფლებები იყო. ხოლო მეორე ნაწილში ყურადღება გამახვილდა თავისუფალი არჩევნების, პარლამენტისა და ეროვნულ თვითშეგნებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კონფერენციის მეორე ნაწილში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერი ანა მიქელაძე სიტყვით გამოვიდა; მან, წინასწარი შედეგების გამოცხადების ვადის შემცირების გზით საარჩევნო ადმინისტრაციის სანდოობის გაზრდაზე ისაუბრა. აღნიშნულ თემაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ მომზადებული სტატია ყოველწლიურ ჟურნალში „The Romanian Journal of Electoral Studies“ გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე ასევე გამახვილდა ყურადღება თანასწორობის პრინციპების სხვადასხვა ასპექტებზე და მათ მნიშვნელობაზე არჩევნებში, ხმის თანაბრობასა და მანდატების განაწილების პრინციპებზე და რუმინეთის 100 წლიან საარჩევნო გამოცდილებაზე.

3-6 მაისს ჩატარებულ ღონისძიებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერ ანა მიქელაძესთან ერთად, ესწრებოდნენ შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ვალერიან მაისურაძე, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი და ამავე ცენტრის ტრენერი მაია ზარიძე.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia