საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი ანგარიშგების შესახებ საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის

08.05.2018
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ საოლქო საარჩევნო კომისიებში ანგარიშგების სისტემის დანერგვა დაიწყო. ამ მიზნით, საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის ანგარიშგების შესახებ ტრენინგები მიმდინარეობს. სწავლების მონაწილეები ანგარიშგების წესს და ანგარიშის ფორმის სტრუქტურას ეცნობიან. მონაწილეები ჩართული არიან პრაქტიკულ სავარჯიშოებშიც და ჯგუფურად ამზადებენ პრეზენტაციებს სხვადასხვა საარჩევნო აქტივობების შესახებ.

სწავლების დასკვნით ნაწილში საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები, ასევე ეცნობიან საინფორმაციო კამპანიის - „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ განხორციელების გეგმას; პროექტი საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წელს განახორციელა და კამპანია 2018 წელსაც ტარდება.

ტრენინგს ცესკოს და სწავლების ცენტრის თანამშრომლები უძღვებიან.

სწავლება, რომელიც 1-4 მაისს ცესკოში იმართებოდა, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, კომისიის მდივანთან გიორგი ჯავახიშვილთან ერთად გახსნა. მათ მონაწილეებთან საუბრისას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, დაგეგმვისა და ანგარიშგების მნიშვნელობის შესახებ გაამახვილეს ყურადღება; როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, საოლქო საარჩევნო კომისიებში ანგარიშგების დანერგვა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

ანგარიშგების შესახებ ტრენინგს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და მოადგილე ეტაპობრივად გადის: 1-4 მაისს ცესკოში გამართულ ტრენინგებს თბილისის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარე/მოადგილეები ესწრებოდნენ. ხოლო 7-10 მაისს ანალოგიური სწავლება რაჭა-ლეჩხუმში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და გურიაში იმართება.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia