2018 წლის 13 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გასამართ საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე პილოტურად გამოიყენება საარჩევნო ტექნოლოგიები, კერძოდ, კენჭისყრის დღეს ამომრჩეველი ხმას მისცემს ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით.
ელექტორატისთვის კვალიფიციური მომსახურების განხორციელების მიზნით, მათ შორის, ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით კენჭისყრაში ამომრჩევლის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ცესკო და სწავლების ცენტრი №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის 9 მაისს ჩაატარებს I ეტაპის ტრენინგებს, რომელიც დაეთმობა საუბნო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნება შემდეგი ძირითადი სასწავლო მოდულები:
- ამომრჩეველთა სიები;
- კენჭისყრის შენობის მოწყობა, საარჩევნო დოკუმენტაცია და ინვენტარი;
- საარჩევნო უბნის გახსნა და კენჭისყრამდე ჩასატარებელი პროცედურები;
- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა შორის წილისყრით გასანაწილებელი ფუნქციების (ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი; ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი; სპეციალური ჩარჩო-კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრი;
- გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი) შესრულება;
- საარჩევნო ყუთისა და ხმის მიცემის და დათვლის სპეციალური აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციის შესრულება;
- პირველი ამომრჩევლის თანდასწრებით საარჩევნო ყუთების დალუქვა;
- საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი (ამომრჩევლის მიერ საარჩევნო ბიულეტენის შევსების ახალი წესი და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის მეშვეობით საარჩევნო ბიულეტენის მოთავსება ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის გამოყენებით);
- ხმის მიცემის პროცესი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით;
- შშმ ამომრჩევლების ჩართულობის ხელშეწყობის პოლიტიკა;
- საარჩევნო უბნის დახურვა;
- საარჩევნო ბიულეტენების დახარისხება და დათლა;
- საარჩევნო დოკუმენტაციის დალუქვა;
- კენჭისყრის შედეგების შეჯამება;
- კენჭისყრის დღის განცხადებები/საჩივრები.
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდება კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად ტრენინგის მონაწილეები განახორციელებენ კენჭისყრის დღის ეპიზოდურ ინსცენირებას.
საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებს ასევე დაესწრებიან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები.
ტრენინგების ჩატარების გრაფიკი.