საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სემინარები უნივერსიტეტებში “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“

03.05.2018
ბეჭდვა

სწავლების ცენტრი, პარტნიორ უნივერსიტეტებში, 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ამომრჩეველებისთვის ახორციელებს პროექტს “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“.

აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის 2 საათიანი სემინარების ჩატარებას. ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას არჩევნების არსსა და მის მნიშვნელობაზე ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში; არჩევნების საერთაშორისო ვალდებულებებსა და პრინციპებზე; არჩევნებში ჩართულ მხარეებსა და მათ როლზე საარჩევნო პროცესში; აქტიურ მოქალაქეობაზე, ხმის მნიშვნელობაზე და არჩევნებში მონაწილეობის ძირითად მიზეზებზე, 2018 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე.

2018 წლის 30 აპრილს სემინარები ჩატარდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 3 მაისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 31 მაისამდე პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება სწავლების ცენტრის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

პროექტი “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ხორციელდება 2013 წლიდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia