საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოს და სწავლების ცენტრის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

28.03.2018
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ 2017 წლის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. გასულ წელს ინსტიტუციური გაძლიერების, სამოქალაქო და ამომრჩევლის განათლების, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების, საარჩევნო ოპერაციების კუთხით განხორციელებულ აქტივობებზე ინფორმაცია წარადგინეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ, ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ზაალიშვილმა და კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ. თამარ ჟვანიამ ასევე ისაუბრა არსებული გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ.

პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე მოისმინეს თუ როგორ ჩაატარა საარჩევნო ადმინისტრაციამ საორგანიზაციო თვალსაზრისით ყველაზე რთულად ადმინისტრირებადი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები, თუ რა ინოვაციური სერვისები და პროექტები განხორციელდა იმისათვის, რომ ამომრჩეველს ჰქონოდა შესაძლებლობა ხარვეზების გარეშე, თავისუფალ გარემოში მიეღო საარჩევნო პროცესში მონაწილეობა.

შეხვედრაზე განიხილეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტური მართვის და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით, განხორციელებული სამოქალაქო და ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამები, ელექტრონული რეგისტრაციების სპეციალური პროგრამა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობა, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

ვიდეო გალერეა

ცესკოს და სწავლების ცენტრის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia