საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოსა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი საფრანგეთში

14.05.2012
ბეჭდვა

5-11 მაისს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, ცესკოს წევრი დავით გურგენიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან დანგაძე და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანს საარჩევნო კუთხით გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის დამზადებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების, ასევე მედიისთვის და დამკვირვებლებისთვის შემუშავებული დამხმარე სახელმძღვანელოების განხილვა იყო.

ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა, სადაც ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია ცესკოს დელეგაციასთან ერთად ევროპის საბჭოს პროგრამების მენეჯერმა იგორ გაონმა, საარჩევნო ექსპერტმა ხორვატიიდან მორანა სუსეკმა და ექსპერტმა შვეიცარიიდან პატრიკ თრიზმა განიხილეს. მხარეებმა წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები და ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებულ დოკუმენტაციას დადებითი შეფასება მისცეს.

კომისიის წარმომადგენლები ქვეყანაში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას საარჩევნო პროცესს რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაესწრნენ და საფრანგეთის საარჩევნო სისტემასაც გაეცნენ.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ნოემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
     12
3456
7
89
10111213141516
17181920212223
24252627282930
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia