საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ტრენინგი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის

20.02.2018
ბეჭდვა

საარჩევნო ადმინისტრაციის ინსტიტუციური გაძლირების ხელშეწყობის მიზნით, 19 თებერვლიდან 8 მარტის ჩათვლით პერიოდში, სწავლების ცენტრი საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის განახორციელებს ახალ სასწავლო პროგრამას „ტრენერის პროფესიული უნარების განვითარება“.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს, რომლებმაც ისაუბრეს აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე, რაც მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის მანდატის ფარგლებში სამოქალაქო საარჩევნო სასწავლო პროექტების ეფექტიანად განხორციელების უზრუნველსაყოფად საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა გადამზადებას და კვალიფიციურ ტრენერთა საკადრო  რესურსის ფორმირებას. მონაწილეებს ასევე  ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი მიესალმნენ.

ტრენინგი პრაქტიკულ სწავლებაზეა ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები განიხილავენ შემდეგ ძირითად საკითხებს:

  • ტრენინგის დაგეგმვა და სტრუქტურა;
  • ტრენინგის პროგრამის დიზაინი;
  • ტრენინგის ჩატარების მეთოდოლოგია;
  • ტრენინგის შეჯამება/შეფასების მექანიზმები;
  • ტრენერის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის შედგენისა და გამოყენების ტექნიკა;
  • ტრენერის პროფესიული და ზოგადი უნარ-ჩვევები;
  • პრეზენტაციის უნარ-ჩვევები.

ტრენინგები 3 ეტაპად 6 ჯგუფს ჩაუტარდება, რომლის შემადგენლობაში შედიან საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და ცესკოს რეგიონული კოორდინატორები. სასწავლო პროგრამას საარჩევნო ადმინისტრაციის 100-მდე მოხელე გაივლის, რომლებიც შემდგომ სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით უზრუნველყოფენ 2018 წლისთვის სამოქალაქო საარჩევნო განათლების კუთხით დაგეგმილი სხვადასხვა პროექტის განხორციელებას. 

 

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia