საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ვიზიტი მოლდოვას რესპუბლიკაში

20.10.2017
ბეჭდვა

ცესკოს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. მოლდოვას დედაქალაქში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და მოადგილემ ნინო ბერულავამ, ცესკოს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსმა თეა ხუხიამ და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის სპეციალისტმა ქეთევან ვარდანაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა მონაწილობა მიიღეს მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში თემაზე „არჩევნებში გენდერული თანასწორობისა და ქალთა მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილება და კარგი პრაქტიკა“. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა არჩევნებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამოქალაქო განათლების მნიშვნელობაზე მოხსენება გააკეთა და ევროკავშირისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მოწვეულ ექსპერტებთან ერთად გენდერულ ჭრილში პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და კვოტების საკითხებზე ისაუბრა.

ღონისძიებაზე ასევე განხილულ იქნა მოლდოვის საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისი ტრენინგ ცენტრის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება „ქალები საარჩევნო მენეჯმენტში“ ორგანიზაციის  ჩამოყალიბებას. აღნიშნულ ორგანიზაციაში ერთიანდებიან სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციები და მათ შორის საქართველო. ამ მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია ცესკოს წარმომადგენელმა თეა ხუხიამ მიაწოდა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ცესკოს და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის, მთავრობის, სხვადასხვა საარჩევნო ადმინისტრაციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

16-17 ოქტომბერს გამართული ღონისძიებები მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგ ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia