მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან - 5 ოქტომბრის ჩათვლით განხორციელდა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების II ეტაპი.
ტრენინგების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ ძირითად სასწავლო მოდულებს:
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროცედურული ცოდნის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ტრენინგი ჩატარდა კომბინირებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, მათ შორის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავების უზრუნველსაყოფად ტრენინგის მონაწილეებმა განახორციელეს კენჭისყრის დღის ეპიზოდური ინსცენირება (მათ შორის რეგისტრატორის ფუნქციების შესრულების სავარჯიშო). სასწავლო ფილმის ჩვენების ფორმატში ტრენინგზე, ასევე განხილულ იქნა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა საქმიანობის წესი და კენჭისყრის დღის პროცედურები.
ტრენინგი გაიარა 3634 საუბნო საარჩევნო კომისიის 34819 წევრმა, მათ შორის კაცი - 8646, ქალი - 26173.
დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.