საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გენდერული თანასწორობის საკითხებზე

25.09.2017
ბეჭდვა

25 სექტემბერს, ცესკოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა გენდერულ თემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გახსნა. საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის სტატუსით ღონისძიებას ასევე ესწრებოდა სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების შესახებ, მათ შორის, 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო-საინფორმაციო პროექტების თაობაზე.

გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, ცესკოს წევრმა, ზურაბ ხრიკაძემ, შეხვედრის მონაწილეეებს სტატისტიკური მონაცემების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, მათ შორის გენდერული სტატისტიკა ამომრჩეველთა ერთიან სიაში, საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილ კანდიდატებში, დამკვირვებლებში, აკრედიტებულ მედიაში, საარჩევნო ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა შორის.

მონაწილეების განცხადებით, შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ დადებითად შეაფასეს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა და ინტენსიური თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia