კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის უზრუნველყოფის მიზნით, ცესკოს სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის განაახლა სასწავლო ხასიათის ფილმი „კენჭისყრის დღის პროცედურები“.
აღნიშნული ფილმი ასახავს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივ მდგომარეობას, ასევე დაინტერესებულ პირებს დეტალურად აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე, რა საქმიანობებს ახორციელებენ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და კომისიის სხვა წევრები იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს გამართულად და ამომრჩეველმა სრულფასოვნად განახორციელოს საარჩევნო უფლება.
სასწავლო ფილმი მომზადდა სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა), ასევე ითარგმნა ინგლისურ და ეთნიკური უმცირესობების ენებზე.