16 სექტემბერს, სწავლების ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. ღონისძიებაზე დამსწრე ცხრამეტი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო ანგარიში წარადგინეს 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში მათ მიერ განხორციელებულ საგრანტო პროექტებთან დაკაშირებით. სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული საგრანტო პროექტები მიზნად ისახავდა პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
ღონისძიება გახსნა სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა, რომელმაც საგრანტო კონკურსით განსაზღვრული მიმართულების მნიშვნელობასა და აქტუალობაზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები განხორციელებული საგრანტო პროექტების შესახებ, წარმართული დისკუსიის ფარგლებში განიხილეს საგრანტო პროექტების შედეგები, გამოწვევები, დადებითი მხარეები და გამოკვეთილი ინიციატივები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელებული სწავლების პროცესში სწავლების ცენტრის უშუალო ჩართულობა, რომელმაც კონტრიბუციის სახით უზრუნველყო პარტიების წარმომადგენლების სწავლება შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ციკლი და საარჩევნო ოპერაციების მართვა (საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელი და უფლებამოსილებები); კენჭისყრის დღე და კენჭისყრის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები; არჩევნების საანდოობა და უსაფრთხოება. ასევე აღინიშნა სწავლების ცენტრის მიერ სასწავლო პროცესის მხარდაჭერის მნიშვნელობა სურდოთარგმანის თანხლებით.
აღნიშნული საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა პროექტში მონაწილე 42 პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, 20 კვალიფიციური და 22 არაკვალიფიციური პარტიის 2276 წარმომადგენელმა (დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე).
საკონკურსო თემატიკა - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის
- ააიპ ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსთვის - „განვითარებული პარტიები დედაქალაქის თვითმმართველობის არჩევნებისთვის“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი - „ძლიერი პოლიტიკური პარტიები დედაქალაქის განვითარებისათვის“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ჟურნალისტთა ასოციაცია - საზოგადოებრივი განვითარების კავშირი მეცენატი - „საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა-თვითმმართველობის ლეგიტიმური არჩევნებისთვის“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი - „თვითმმართველობის პოლიტიკური არჩევნი“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ინსტიტუციური განვითარების და მონიტორინგის ცენტრი - „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ცნობიერების ამაღლება“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ მწვანე კავკასია - „პოლიტიკური პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაზრდა ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის საარჩევნო ოლქებში“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ახალი სიტყვა - „ახალი სიტყვა თვითმმართველობის არჩევნებისთვის შიდა ქართლში“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ საზოგადოებრივი დამცველი - „ძლიერი პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული არჩევნებისთვის“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ თავისუფალი არჩევანი - „პოლიტიკური პარტიების გაძლიერება დემოკრატიული საარჩევნო პროცესებისათვის საქართველოში“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ კავშირი საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალეროვანი საქართველო - „კვალიფიციური და არაკვალიფიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის საარჩევნო ოლქებში 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ინფორმირებული საზოგადოება - „თვითმმართველობის როლი სახელმწიფოს განვითარებაში“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ სამოქალაქო ინიციატივა-სამართლიანი არჩევნები - „პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი - „პოლიტიკური პარტიების წევრების ტრენინგი-იმერეთი (სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბო)“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ სამოქალაქო ერთობა -„ ინფორმირებული რეგიონი“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი - „პოლიტიკური პარტიების რესურსების გაძლიერება დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისათვის“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ ფოთის ახალგაზრდული ალიანსი - „პოლიტიკური პარტიებისთვის სასწავლო პროგრამების განხორციელება“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატთა ასოციაცია - „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017: საქართველოს კანონმდებლობა - საარჩევნო სუბიექტები პრაქტიკაში“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ საქართველო მშვიდობისათვის - „თქვენ პროფესიონალიზმი -თვითმმართველობის არჩევნების გამჭირვალობისთვის“ იხ.პრეზენტაცია
- ააიპ დემოკრატიული აჭარა - „თვითმმართველობის არჩევნები მაღალმთიან აჭარაში“ იხ.პრეზენტაცია
ცესკო და სწავლების ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ხელს შეუწყობს ამომრჩეველებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებულობას და საარჩევნო კულტურის განვითარებას.