საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა დასრულდა

28.08.2017
ბეჭდვა

სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულმა ცხრამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ყველა რეგიონში განახორციელა სასწავლო პროგრამები პოლიტიკური პარტიებისთვის, რომლის  მიზანი იყო მათი საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის.

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული სასწავლო პროგრამების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო სისტემა საქართველოში;
  • ჩართული მხარეების საარჩევნო რეგისტრაცია, მათი უფლება-მოვალეობები საარჩევნო პროცესში და საარჩევნო ეთიკა;
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
  • კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები;
  • კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ანგარიშვალდებულება;
  • ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა).

საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრმა, კონტრიბუციის სახით, უზრუნველყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლება შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა; კენჭისყრის დღის პროცედურები, ასევე სწავლების ცენტრმა უზრუნველყო სასწავლო პროცესის მხარდაჭერა სურდოთარგმანის თანხლებით.  

აღნიშნული საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა პროექტში მონაწილე 42 პოლიტიკური პარტიის (მათ შორის, 20 კვალიფიციური და 22 არაკვალიფიციური პარტიის) 2276 წარმომადგენელმა.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia