საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

500-მდე ახალგაზრდამ საარჩევნო განვითარების სკოლა დაასრულა

28.07.2017
ბეჭდვა

500-მდე ახალგაზრდამ „საარჩევნო განვითარების სკოლის“ ათდღიანი სწავლება ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის მიხედვით გაიარა. საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდები საარჩევნო სისტემების, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების, საქართველოში არჩევითი ორგანოების, არჩევნებში ჩართული მხარეების, არჩევნების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის, გენდერული თანასწორობის და ასევე ევროპარლამენტის შესახებ ღებულობდნენ ინფორმაციას. სწავლებას მათთვის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები უძღვებოდნენ.

28 ივლისს მონაწილეებს სასწავლო კურსის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს ზესტაფონის სკოლაში სწავლების დასკვნით ნაწილს დაესწრო. „სკოლა არჩევნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის გაზრდას ემსახურება. ახალგაზრდების დიდმა ინტერესმა კარგად დაგვანახა, რომ საარჩევნო განვითარების სკოლას უკვე მესამე წელიწადია მოაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და ჩვენ მომავალშიც ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ გქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია საარჩევნო საკითხების შესახებ და კიდევ უფრო მეტი ინტერესი გაგიჩნდეთ არჩევნებისადმი“ - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით და ევროპის საბჭოს (CoE) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia