საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი.
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის 9 მარტის დადგენილებით დაამტკიცა ახალი დებულება „საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების შესახებ“.
აღნიშნული დებულების თანახმად, შეიცვალა სერტიფიცირების წესი:
გამოცდის ხანგრძლივობაა 1 საათი. თითოეული გამოსაცდელისათვის შეირჩევა 30 საგამოცდო ტესტი, რომელიც მოიცავს:
საგამოცდო ტესტების შერჩევა განხორციელდება ელექტრონულ პროგრამაში ავტომატურად, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით.
ცესკოს 2012 წლის 11 აპრილის სხდომაზე დამტკიცდა სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასერტიფიკაციო გამოცდის ტესტები (პასუხებით):
დამტკიცებული საგამოცდო ტესტები უცვლელი ფორმით გამოიყენება სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარებისას, გარდა მათემატიკური ტესტებისა (გამოცდის ჩატარებისას შეიცვლება მხოლოდ რიცხვითი მონაცემები, ტექსტური ნაწილი უცვლელი დარჩება).
| დეკემბერი 2025 | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | 31 | ||||