საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

''საარჩევნო განვითარების სკოლის'' პროექტისთვის მსურველთა მიღება იწყება

05.07.2017
ბეჭდვა

ცესკო და სწავლების ცენტრი იწყებს პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ განხორცილებას. პროექტის მიზანია ამომრჩეველთა სამოქალაქო ჩართულობის ზრდა და არჩევნების პოპულარიზაცია ახალგაზრდებში. პროექტის ფარგლებში 18-24 წლის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ სასწავლო კურსი საარჩევნო თემებთან დაკავშირებით და მიიღონ შესაბამისი ცოდნა. ტრენინგები 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

2015 და 2016 წელს პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ სკოლების რაოდენობა  გაიზარდა, კერძოდ, 2017 წელს სწავლება გაიმართება საქართველოს 23 მუნიციპალიტეტში: გურჯაანი, სიღნაღი, თელავი, ახმეტა, რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, დუშეთი, გორი, ახალგორი (წეროვანი, დევნილთა დასახლება), ბორჯომი, ახალციხე, ამბროლაური, საჩხერე, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ოზურგეთი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი და ქობულეთი.

საარჩევნო განვითარების სკოლის სასწავლო პროგრამა შემდეგ საკითხებს მოიცავს: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.

პროექტში მონაწილეობის მიზნით 2017 წლის 5 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობს რეგისტრაცია. სასწავლო კურსის გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაცია და წარადგინონ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში. აპლიკანტმა საბუთების წარდგენისას უნდა იქონიოს  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ცესკო და სწავლების ცენტრი აღნიშნულ პროექტს ახორციელებს ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51

საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები, სადაც ჩატარდება ტრენინგები:

გურჯაანი, რუსთაველის ქ. №18

სიღნაღი, დ. აღმაშენებლის ქ. №13

თელავი, დავითაშვილის ქ. №2

ახმეტა, ბ. ჩოლოყაშვილის ქ. №50

ქ. რუსთავი, ფიროსმანის ქ. №19

გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №36

მარნეული, რუსთაველის ქ. №69

დუშეთი, მ. კოსტავას ქ. №23

წეროვანი, დევნილთა დასახლება, №3 საჯარო სკოლა

გორი, სამების ქ. №1

ბორჯომი,წმინდა ნინოს  ქ. №11

ახალციხე, რუსთაველის ქ. №45

ამბროლაური, აღმაშენებლის ქ. №18

საჩხერე, მაჭავარიანის ქ. №41

ზესტაფონი, წერეთლის ქ. №5

სამტრედია, რესპუბლიკის ქ. №6

ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №31

ოზურგეთი, დოლიძის ქ. №1

სენაკი, რუსთაველის ქ. №223

ზუგდიდი, მ. კოსტავას ქ. №58

ქ. ფოთი, 26 მაისის ქ. №7

ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქ. №27

ქობულეთი, მემედ აბაშიძის ქ. №10

სააპლიკაციო ფორმა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia