საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

სასწავლო კურსი საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი თანამშრომლებისთვის “არჩევნების მიმოხილვა და პროცედურების ზოგადი სასწავლო კურსი”

04.07.2017
ბეჭდვა

საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით, მიმდინარე წლის 4 ივლისს განაახლა საორიენტაციო პროგრამის “არჩევნების მიმოხილვა და პროცედურების ზოგადი სასწავლო კურსი” განხორციელება საარჩევნო ადმინისტრაციის (ცესკოს აპარატი, ცესკოს სწავლების ცენტრი) ახალი თანამშრომლებისა და სტაჟიორებისათვის.

მონაწილეები სასწავლო კურსის ფარგლებში გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: არჩევნების ისტორია საქართველოში, საარჩევნო ციკლი, საარჩევნო ადმინისტრაცია და ეთიკის კოდექსი, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა და კენჭისყრის დღის პროცედურები.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ცესკოსა და სწავლების ცენტრის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებმა (ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, იურიდიული დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული განყოფილება, სწავლების ცენტრის სერტიფიცირებისა და პროექტების მართვის განყოფილება). ტრენინგს სულ 14 მონაწილე დაესწრო, მათ შორის 8 კაცი და 6 ქალი.

“არჩევნების მიმოხილვა და პროცედურების ზოგადი სასწავლო კურსი” განხორციელდება ეტაპობრივად საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2017 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia