საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

დასრულდა ტრენინგი საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე

26.06.2017
ბეჭდვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სწავლების ცენტრის ინიციატივით, საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელ პირებს სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარდათ. სწავლების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები,  როგორებიცაა: კენჭისყრის დღეს განცხადება/საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება საოლქო საარჩევნო კომისიაში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მომზადება, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების ერთგვაროვანი პრაქტიკა. სასწავლო კურსი სწავლების ცენტრის და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. მათ მონაწილეებისთვის შეიმუშავეს სპეციალური სასწავლო მოდული, რომელიც როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავს.

„მთავარი საკითხი, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, გახლავთ ის, თუ როგორ უნდა შედგეს სამართლებრივი აქტი. რა უნდა გაკეთდეს საოლქო საარჩევნო კომისიაში იმისთვის, რომ სამართლებრივი დოკუმენტი ყველა ჩართული მხარისთვის მისაღები აღმოჩნდეს. ტრენინგზე მოვახდინეთ ფაქტობრივად ყველა სიტუაციის სიმულაცია  -  როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, ასევე რთული საჩივრების კომპლექსური განხილვა. ჩემთვის, როგორც კომისიის თავმჯდომარისთვის, საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობა“ - აღნიშნა N59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა.

სასწავლო პროექტი 2017 წლის 15 ივნისიდან 26 ივნისის ჩათვლით პერიოდში განხორციელდა. ტრენინგი 4 ეტაპად 7 ჯგუფს ჩაუტარდა, რომლის შემადგენლობაში საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებსა და მდივნებთან ერთად, ცესკოს საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და რეგიონული კოორდინატორებიც იყვნენ.  გარდა ამისა, მონაწილეებმა განიხილეს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშები და იქ გამოთქმული რეკომენდაციები საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ჭრილში.

ვიდეო გალერეა

ტრენინგი საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia