საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

მოლდოვას დელეგაცია ცესკოსა და სწავლების ცენტრში

14.06.2017
ბეჭდვა

მოლდოვას პარლამენტის წევრები, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ტრენინგ ცენტრის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და სწავლების  ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მათ საარჩევნო ადმინისტრაციისა და სწავლების ცენტრის მუშაობის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს.

„მოლდოვას დელეგაციის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო კარგად გაცნობოდნენ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას იმ საგანმანათლებლო პროგრამების, ტრენინგების, სერტიფიცირების პროცესის ჭრილში, რომელსაც საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს. ეს იყო ძალიან პოზიტიური შეხვედრა. ვფიქრობ, გამოცდილების ურთიერთგაზიარება მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი მოლდოველი კოლეგებისთვის“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დელეგაციის ხელმძღვანელის, მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალინა რუსუს თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს ცესკოს სწავლების ცენტრის გამოცდილების გაზიარება.

„ჩვენ განსაკუთრებით გვაინტერესებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სწავლების ცენტრის გამოცდილება, თუ როგორ ხდება საგანმანათლებლო ტრენინგების განხორციელება. ჩვენი სასწავლო ცენტრი მოქმედებს 2012 წლიდან და გვაქვს გარკვეული გამოცდილება, მაგრამ ყოველთვის ძალიან საინტერესოა სხვისი გამოცდილების გაზიარება და სწორედ ამიტომ ჩამოვედით საქართველოში“, - განაცხადა ალინა რუსუმ.

მოლდოვას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ცესკოს იურიდიული დეპარტამენტისა და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელებსაც შეხვდნენ და სწავლების ცენტრთან თანამშრომლობით განხორციელებულ ამომრჩეველთა საგანმანათლებლო პროგრამებში საოლქო საარჩევნო კომისიების ჩართულობაზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს პარლამენტშიც.

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მოლდოვას დელეგაციის წევრები ასევე დაესწრებიან სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ხორციელდება.

დელეგაციის ვიზიტი, საქართველოში 12 ივნისს დაიწყო და 16 ივნისს დასრულდება. სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ვიდეო გალერეა

მოლდოვას დელეგაცია ცესკოსა და სწავლების ცენტრში

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia