საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციის ვიზიტი ცესკოსა და სწავლების ცენტრში

07.06.2017
ბეჭდვა

ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია საქართველოს საარჩევნო საგანმანათლებლო პროექტებს ეცნობა. დღეს, დელეგაციის წარმომადგენლები ცენტრალური საარჩევნო კომისიის და ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე მათ სწავლების ცენტრისა და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობით განხორციელებული სასწავლო პროექტების შესახებ ესაუბრა.

"ბოსნია-ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში მოისურვეს ჩვენთან შეხვედრა, იმისათვის რომ გაიზიარონ ჩვენი გამოცდილება სწავლების ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, როგორც მათ თავად აღნიშნეს ცესკოს სწავლების ცენტრი არის ევროპაში ერთ-ერთი პირველი და წარმატებული პროექტი, რომლის გამოცდილების გაზიარებაც მათ სურთ იმისთვის რომ საკუთარ ქვეყანაში დანერგონ ჩვენი გამოცდილება“, - აღნიშნა გიორგი შარაბიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

დელეგაციის ხელმძღვანელის, ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის წევრის, სუად არნაუტოვიჩის თქმით არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს ცესკოს სწავლების ცენტრის საქმიანობის დეტალურად გაცნობა. მხარეები, ასევე შეთანხმდნენ თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებაზე.

„ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სურვილია, შექმნას ასეთივე სასწავლო ცენტრი. ჩვენ გვსურს გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება და ცოდნა ამ მიმართულებით. ასევე ვისაუბრეთ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესახებაც, რომლის ფარგლებშიც გამარტივდება დელეგაციების გაცვლა და გამოცდილების ურთიერთგაზიარება. იმედი მაქვს, ეს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს თანამშრომლობას ჩვენი ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის“,- განაცხადა სუად არნაუტოვიჩმა.

სწავლების ცენტრის დირექტორის ნათია ზაალიშვილის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დეტალურად მიიღებენ ინფორმაციას იმ სასწავლო პროექტების შესახებ, რომელსაც სწავლების ცენტრი არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის ახორციელებს.

„დელეგაციას ასევე ექნება შესაძლებლობა დაესწროს სწავლების ცენტრის მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოტენციური მოხელეებისთვის ხორციელდება. ვფიქრობთ, ასეთი ფორმატის თანამშრომლობა საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის არის ძალიან პოზიტიური და ემსახურება მსოფლიო მასშტაბით დემოკრატიული პროცესების წარმართვასა და ხელშეწყობას“, - აღნიშნა ნათია ზაალიშვილმა.

დელეგაციის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაშიც არიან ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციის და ევროსაბჭოს წარმომადგენლები, საქართველოში 6 ივნისს დაიწყო და 9 ივნისს დასრულდება. სასწავლო ვიზიტი ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ვიდეო გალერეა

ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაცია ცესკოსა და სწავლების ცენტრში

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia