საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმი შრი - ლანკაში

02.06.2017
ბეჭდვა

2017 წლის 25 – 26 მაისს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ელისაბედ ველიძემ შრი - ლანკაში გამართულ მეთოთხმეტე საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა.

საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორის - საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიწვევით სწავლების ცენტრის დირექტორი თავმჯდომარეობდა სადისკუსიო პანელს თემაზე „ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა საარჩევნო პროცესებში“. სადისკუსიო პანელში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, ლონდონის ეკონომიკის და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის დოქტორმა სარა ჰარისონმა, ნაურუს რესპუბლიკის საარჩევნო კომისიის წევრმა ჯოზეფ კეინმა და ინდოეთის (რაჯასტანის) საარჩევნო კომისიის წევრმა შრი აშვინი ბაგატმა. მათ სიმპოზიუმის მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება საკუთარ ქვეყნებში დანერგილი სხვადასხვა ფორმატის საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა ამომრჩევლების გააქტიურებას და საარჩევნო კულტურის განვითარების ხელშეწყობას.

ღონისძიების ფარგლებში გამართული სესიებისა და დისკუსიების თემები ასევე მოიცავდა შემდეგ საკითხებს: გენდერული თანასწორობა და არჩევნები, საარჩევნო პროცესების ეფექტური მართვა კონფლიქტურ სიტუაციებში, ამომრჩევლებისათვის საარჩევნო გარემოს ხელმისაწვდომობის ზრდა და მათი ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიები და სხვა.

საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმს, საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრმა (ICPS) შრი-ლანკას საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად გაუწია ორგანიზება. ღონისძიებაში 30-ზე მეტი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები მონაწილეობდნენ.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
      1
2345678
9101112131415
161718
19
202122
23242526272829
30      
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia