საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელების გრაფიკი

31.05.2017
ბეჭდვა

2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებულმა 19 არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის ტრენინგ კურსის განხორციელება, რომლის მიზანია პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისა და ზოგადად კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო სისტემა საქართველოში;
  • ჩართული მხარეების საარჩევნო რეგისტრაცია, მათი უფლება-მოვალეობები საარჩევნო პროცესში და საარჩევნო ეთიკა;
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
  • კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები;
  • კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ანგარიშვალდებულება;
  • ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა).

საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრი, კონტრიბუციის სახით, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლებას შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა; კენჭისყრის დღის პროცედურები.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2017 წლის 1 მაისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში განხორციელდება და  საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

იხილეთ ტრენინგების ჩატარების გრაფიკი. 

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia