საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკომ და სწავლების ცენტრმა სტუდენტებისათვის ღია კარის დღე მოაწყო

30.05.2017
ბეჭდვა

30 მაისს ცესკოში ღია კარის დღე გაიმართა სტუდენტებისთვის, რომლებიც საარჩევნო სამართლის დარგში, იურიდიული კლინიკის ფორმატში, სემესტრულ სწავლებას გადიან ცესკოს სწავლების ცენტრში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობას დეტალურად გაეცნენ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ სტუდენტებთან არჩევნების პროფესიულ დონეზე ჩატარების მნიშვნელობაზე და იმ აქტივობების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ზოგადად საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ახორციელებს.

ცესკოს კოორდინაციის, დაგაგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა  სოფიო სიჭინავამ კი ახალგაზრდებთან უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ ისაუბრა. სტუდენტები ასევე გაეცნენ  ცესკოში არსებულ ისტორიულ ფოტო გამოფენას, რომელიც საქართველოს საარჩევნო ისტორიის უნიკალურ მასალებს მოიცავს და 1918-2008 წლების პერიოდს ასახავს. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდები საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის საქმიანობასაც გაეცნენ.

სტუდენტები საარჩევნო ადმინისტრაციას სასწავლო პროგრამის ფარგლებში ესტუმრნენ, რომელსაც ცესკოს სწავლების ცენტრი ახორციელებს; სწავლების ცენტრში 2010 წლიდან ფუნქციონირებს იურიდიული კლინიკა, რომლის მიზანიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებში საარჩევნო სამართლის დარგში აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავება, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაა.

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia