საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით

28.04.2017
ბეჭდვა

2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსდა 19 არასამთავრობო ორგანიზაცია, შემდეგ საკონკურსო თემატიკაზე - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის.

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობისა და ზოგადად კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგრანტო პროექტები ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის სასწავლო პროგრამების განხორციელებას, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო სისტემა საქართველოში;
  • ჩართული მხარეების საარჩევნო რეგისტრაცია, მათი უფლება-მოვალეობები საარჩევნო პროცესში და საარჩევნო ეთიკა;
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
  • კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები;
  • კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ანგარიშვალდებულება;
  • ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა).

საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში სწავლების ცენტრი, კონტრიბუციის სახით, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლებას შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ციკლი და საკანონმდებლო სიახლეები; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობა; კენჭისყრის დღის პროცედურები.

დაფინანსებული საგრანტო პროექტები 2017 წლის 1 მაისიდან 1 აგვისტომდე პერიოდში განხორციელდება და  საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

საგრანტო საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia