საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ვესაუბრებით ამომრჩევლებს

26.04.2017
ბეჭდვა

„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ - ეს არის ცესკოს და სწავლების ცენტრის ახალი ინიციატივა, რომელიც საქართველოს მასშტაბით საოლქო საარჩევნო კომისიების მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს. თითოეულ მუნიციპალიტეტში გასვლითი შეხვედრები ეტაპობრივად იმართება, ამომრჩევლებს საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები სოფლებისა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხვდებიან და 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების და საარჩევნო ადმინისტრაციის შესახებ აწვდიან ინფორმაციას; ურიგებენ მათ საინფორმაციო ბარათებს თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, ესაუბრებიან საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე და იზიარებენ მათ მოსაზრებებს.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია მოქალაქეების აზრის გაგება ზოგადად საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაში, ამომრჩევლებს აქვთ საშუალება შეავსონ მოსაზრებების ბარათებიც. საარჩევნო ადმინისტრაცია, თავის მხრივ კომპეტენციის ფარგლებში გეგმავს მიღებული მონაცემების საკუთარ საქმიანობაში გათვალისწინებას.

გასვლითი შეხვედრებისას საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები მოქალაქეებს ასევე იწვევენ მაისში დაგეგმილ საჯარო საინფორმაციო შეხვედრებზე (რომელიც საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება), სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღონ არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის შესახებ, - თუ რა ხორციელდება იმისათვის, რომ ამომრჩევლებს ყოველთვის ჰქონდეთ შესაძლებლობა ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში შეასრულონ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი.

„უფრო ახლოს“ საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივის სლოგანია, რაც ამომრჩევლებსა და საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის უფრო უშუალო და ეფექტურ კომუნიკაციას გულისხმობს და ამომრჩევლის ინფორმირებასთან ერთად პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანიც არის.

გასვლითი შეხვედრებით საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს ამომრჩეველი იყოს კარგად ინფორმირებული, - იცოდეს საკუთარი საარჩევნო უფლებები, გაიგოს თუ რა კეთდება საარჩევნო პროცესების ეფექტურად განხორციელებისთვის და იცოდეს, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დახმარების მიზნით ყოველთვის შეუძლია მიმართოს თავის საოლქო საარჩევნო კომისიას.

შეხვედრების ღონისძიებათა გრაფიკი (გრაფიკი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს)

საინფორმაციო ბარათი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ (ქართულ ენაზე)

საინფორმაციო ბარათი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ (აზერბაიჯანულ ენაზე)

საინფორმაციო ბარათი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ (სომხურ ენაზე)

ფოტო გალერეა

  • ამომრჩევლებისთვის
  • საარჩევნო ადმინისტრაციისთვის
  • ჩართული მხარეებისთვის
  • პროექტები არჩევნების მიხედვით
  • სტატისტიკა
  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia