საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

ცესკოს და სწავლების ცენტრის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

04.04.2017
ბეჭდვა

დღეს ცესკომ და სწავლების ცენტრმა 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლებთან ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. 

„მნიშვნელოვანია რომ 2016 წელი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის იყო წარმატებების წელი, ვინაიდან ჩვენ, გარდა საპარლამენტო არჩევნებისა ორი რიგგარეშე და სამი შუალედური არჩევნები ჩავატარეთ. ამავდროულად უამრავი საქმიანობა განვახორციელეთ, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების სერვისებისა და მომსახურების შეთავაზებით ამომრჩევლებისთვის, ისე არაერთი საგანმანათლებლო პროექტი. თუმცა გამოწვევები რჩება და ეს გამოწვევები მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები.  ჩვენ ვგეგმავთ ძალიან დიდი აქცენტი გავაკეთოთ სერვისებზე და განათლებაზე“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

შეხვედრის მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ცესკოსა და სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლისთვის დაგეგმილი ინიციატივების შესახებ, მათ შორის, მოხდა ახალი პროექტის - „ვესაუბრებით ამომრჩეველს“ კონცეფციის გაცნობა. პროექტის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ამომრჩევლებთან საჯარო, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლებას 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პოპულარიზაციას და ცნობადობის ზრდას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სწავლების ცენტრის საქმიანობის წლიური ანგარიში - 2016

2016 წლის ანგარიშის პრეზენტაცია

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
5678910
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia