22 იანვრიდან 25 თებერვლის ჩათვლით საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები BRIDGE-ის (Building resources in democracy, government and elections - დემოკრატიის, მმართველობის და არჩევნების სფეროში რესურსების განვითარება) პროგრამის მიხედვით ტრენინგებს გაივლიან, რომელიც მოიცავს საარჩევნო დავების და სხვადასხვა ქვეყნებში არსებული საარჩევნო სისტემების სწავლებას. სულ ჩატარდება 15 ტრენინგი, თითოეული ტრენინგი 4 დღეს გასტანს. დასავლეთ საქართველოს ოლქების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები 4 თებერვალს დასრულდება. 7 თებერვლიდან კი თბილისში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილის საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებისათვისთვის დაიწყება ტრენინგები.
სწავლებაში საქართველოს მასშტაბით თითოეული ოლქის მუდმივმოქმედი წევრები ჩაერთვებიან (სულ 76 საოლქო საარჩევნო კომისია, თითოეულ მათგანში 5 მუდმივმოქმედი წევრი), რომელთათვის ტრენინგებს BRIDGE-ის ექსპერტ ფასილიტატორთან ერთად საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლები ატარებენ.
"BRIDGE"-ის პროგრამა არჩევნების ყველა ასპექტს მოიცავს, მას საარჩევნო აქტივობებზე ორიენტირებული სწავლების სპეციფიური მეთოდოლოგია უდევს საფუძვლად, რომელიც მონაწილეთა შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების განვითარებას და პროფესიონალიზმის ამაღლებას ითვალისწინებს.
BRIDGE-ის ტრენინგები აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებითა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ორგანიზებით იმართება.