საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საერთაშორისო საარჩევნო სიმპოზიუმი მოზამბიკში

05.12.2016
ბეჭდვა

საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) მიწვევით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი საარჩევნო საკითხთა მე-13 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობენ, რომელიც მოზამბიკში, ქალაქ მაპუტუში იმართება.

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ სიმპოზიუმში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს გაუზიარა გამოცდილება ამომრჩეველთათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეთავაზებული ახალი სერვისების შესახებ, ასევე იმ საპილოტე პროექტზე, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით წელს პირველად განხორციელდა, კერძოდ, პარლამენტის არჩევნების შედეგების დათვლის ტრანსლაცია მიმდინარეობდა 360 გრადუსიანი ვიდეო გადაღების გამოყენებით სოციალური ქსელების და ცესკოს ვებ-გვერდის მეშვეობით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო პირდაპირ რეჟიმში თვალი ედევნებინა შედეგების დათვლის პროცესისთვის.

სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე გაიმართება საერთაშორისო საარჩევნო კონკურსის ფინალისტთა შორის გამარჯვებულად გამოვლენილი პირებისა და ინსტიტუციების დაჯილდოვების ცერემონია. აღსანიშვანია, რომ მსოფლიო დონის წარმომადგენლობითი საარჩევნო კონკურსი 2013 წლიდან საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ორგანიზებით იმართება, რომელშიც მრავალი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაცია საარჩევნო ნომინაციებზე წარადგენენ მათ მიერ შემუშავებულ პროექტებს. საერთაშორისო საარჩევნო დაჯილდოვების კომიტეტის გადაწყვეტილებით ვლინდება  ყველაზე ინოვაციური, ორიგინალური და ეფექტიანი პროექტი, რომელიც ემსახურება არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას. მიმდინარე წელს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ფინალისტად დასახელდა ორ საარჩევნო ნომინაციაში.

წლევანდელი საერთაშორისო საარჩევნო კონკურსისთვის შექმნილი დაჯილდოვების კომიტეტის შემადგენლობაში  შედიან: მაიკლ ბრუტერი - საარჩევნო ფსიქოლოგიის საერთაშორისო ცენტრი, ალბერტო გევარა კასტრო - მექსიკის ფედერალური სასამართლოს საარჩევნო ტრიბუნალი, პიერ გარონი - ევროპის საბჭო, მირანდა გრინსთრითი - განას ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების კოალიცია, ბეატა მარტინ როზუმილოვიჩი - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), პიტერ ვარდლი - გაერთიანებული სამეფოს საარჩევნო კომისია, მეთ გოქოლი - საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრი (ICPS), ნათია ზაალიშვილი - ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი (კომიტეტის წევრი 2014 წლიდან).

აღსანიშნავია, რომ პირველი საერთაშორისო საარჩევნო ჯილდო ცესკოს სწავლების ცენტრმა მოიპოვა 2013 წელს ნომინაციაში „პირველი ამომრჩეველი“, 2015 წელს კი საარჩევნო ადმინისტრაცია „არჩევნების მართვის“ ნომინაციაში გახდა გამარჯვებული.  

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia