საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
logo
ISO 9001:2015
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საბჭოს შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

16.11.2016
ბეჭდვა

16 ნოემბერს ცესკოში შექმნილმა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საბჭომ არასამთავრობო სექტორთან შეხვედრა გამართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის პრიორიტეტებსა და მიზნებზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრას როგორც სამუშაო ჯგუფის წევრი სწავლების ცენტრის დირექტორიც ესწრებოდა.

მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ცესკოს წევრმა, ზურაბ ხრიკაძემ კი დოკუმენტის შინაარსობრივ მხარეზე იმსჯელა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეკითხვებსაც უპასუხა. დოკუმენტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არჩევნებში ჩართული მხარეების წარმომადგენელი ქალებისა და კაცებისთვის თანაბარი პირობების შექმნაა, ასევე ქალთა როლის გასაძლიერებლად სპეციალური პროგრამების შემუშავება და ამ პროგრამებში დაინტერესებული მხარეების ჩართვა.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა არასამთავრობო სექტორის მოსაზრებებიც მოისმინეს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის 2015-2019 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
იანვარი 2026
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
   1234
56789
10
11
12131415161718
19202122232425
262728293031 
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2026 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia