საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საერთაშორისო კონფერენცია ინდოეთში

01.11.2016
ბეჭდვა

2016 წლის 19-21 ოქტომბერს ინდოეთის საარჩევნო კომისიის მიწვევით სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი ინდოეთში ქ. დელიში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „ამომრჩეველთა განათლება არჩევნებში ინკლუზიური და ინფორმირებული მონაწილეობისთვის“, რომლის მიზანი იყო აღნიშნული მიმართულებით საუკეთესო გამოცდილების, პრაქტიკისა და ახალი ინიციატივების გაზიარება.

კონფერენციის ფარგლებში სწავლების ცენტრის დირექტორმა გააკეთა მოხსენება საქართველოში საარჩევნო/სამოქალაქო კულტურის განვითარების ხელშეწყობის თემაზე და კონფერენციის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩევლთა სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის დანერგილი საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ (მოხსენება იხილეთ ბმულზე).

საქართველოსთან ერთად კონფერენციაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგატები მონაწილეობდნენ, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკის, კანადის, ავსტრიის, მალაიზიის, ნამიბიის, კენიის, ბრაზილიის, ფიჯის, ინდონეზიის, ერაყის, ავღანეთის,  ლესოტოს, მალდივების, მავრიკიის, მიანმარის, ნეპალის, პაკისტანის, ფილიპინების, შრი-ლანკის, ტაილანდის, ტუნისის, უგანდის საარჩევნო ადმინისტრაციების ხელმძღვანელი პირები, ასევე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები როგორიცაა: დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP),  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და სხვ.

კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები შეხვდნენ ინდოეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელმაც გაამახვილა ყურადღება დემოკრატიული პროცესებისთვის საარჩევნო კულტურის განვითარების მნიშვნელობაზე. კონფერენაციის ფარგლებში ასევე მიღებულ იქნა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპებს განსაზღვრავს ამომრჩეველთა განათლების ეფექტიანად უზრუნველყოფის მიმართულებით.  

ვიდეო გალერეა

ფოტო გალერეა

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia