საარჩევნო სისტემების   განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
EN
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
    • სწავლების ცენტრის შესახებ
    • სტრუქტურული ხე
    • ნორმატიული ბაზა
    • სტრატეგიული გეგმა
    • სამოქმედო გეგმა
    • არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა
    • გენდერული თანასწორობის პოლიტიკა
    • ანგარიშები
    • მემორანდუმი
    • მიღწევები
    • ხარისხის პოლიტიკა
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია

სასწავლო პროექტები

საარჩევნო/სამოქალაქო განათლების პროექტები

სერტიფიცირება

საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სასერტიფიკაციო გამოცდა

პარტნიორობა

დაინტერესებულ მხარეებთან პროაქტიული თანამშრომლობა

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მოხსენება წინასწარი მიგნებების და დასკვნების შესახებ

12.10.2016
ბეჭდვა

ამონარიდები "საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველო – პარლამენტის არჩევნები, 2016 წლის 8 ოქტომბერი" მოხსენებიდან:

  • „არჩევნების მართვა ყველა დონეზე დროულად და პროფესიონალურად მოხდა. ცესკო გამჭვირვალედ მოქმედებდა და თავის ვებგვერდზე მყისიერად აქვეყნებდა დადგენილებებს, განკარგულებებს, გადაწყვეტილებებს და სხდომების შედეგებს, ასევე რეგულარულად მართავდა ბრიფინგებს და შეხვედრებს საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებთან. ცესკოს ყველა სხდომა ღია იყო დამკვირვებლებისთვის, პარტიისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ამ პროცესის განმავლობაში, საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეთა შორის ცესკოს მიმართ მაღალი ნდობა არსებობდა“.
  • „ცესკო საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ვრცელი ტრენინგები გამართა სამ ეტაპად. ტრენინგების სესია, რომლებსაც ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისია აკვირდებოდა, ზოგადად, კარგი დასწრებით გამოირჩეოდა და პროფესიონალურად, ასევე ინტერაქტიულად იმართებოდა. ამას გარდა, ცენტრი წარმატებით აწყობდა ტრენინგებს არჩევნებთან დაკავშირებულ თემებზე საარჩევნო პროცესებში ჩართული სხვადასხვა მხარეებისთვის, რომელთა შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ოფიციალური პირები, პოტენციური ქალი კანდიდატები, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები და საზოგადოებრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები“.
  • „ცესკომ გამოაცხადა, რომ 1,115 საარჩევნო უბანზე შესვლა დაბრკოლებების გარეშე შეიძლებოდა და დამონტაჟებული იყო სპეციალური ჯიხურები ეტლით მოსარგებლე პირებისთვის. ამას გარდა, ყველა საარჩევნო უბანზე არსებობდა გამადიდებელი ლინზა ფურცლები და ჩარჩო ფორმები მხედველობის პრობლემების მქონე ამომრჩევლებისთვის“.
  • „ცესკოს ამომრჩევლების საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანია კარგად მომზადებული და ყოვლისმომცველი იყო. აღნიშნული კამპანიის დროს გამოყენებული იყო ბანერები, ნაბეჭდი მასალა, ვიდეოები და ინტერნეტმასალები. ვიდეოები შეიცავდა გზავნილებს საარჩევნო პროცესის სხვადასხვა ასპექტის შესახებ და ხელმისაწვდომი იყო უმცირესობების და ჟესტურ ენებზე და კერძო ტელევიზიების, აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაიცემოდა“.

ვრცელი მოხსენება იხილეთ ბმულზე: http://www.osce.org/ka/odihr/elections/georgia/273231?download=true

  • სერტიფიკატის მფლობელ პირთა პლატფორმა
  • ელექტრონული ბიბლიოთეკა
  • ცესკო
  • ფოტო-ვიდეო გალერეა
  • ელექტრონული სასწავლო პლატფორმა
დეკემბერი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234
5
67
891011121314
15161718192021
22232425262728
293031    
Facebook YouTube საიტის რუკა კონტაქტი
ვებგვერდი ადაპტირებულია
  • მთავარი
  • სიახლეები
  • საჯარო ინფორმაცია
საარჩევნო სისტემების
განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
© 2016 - 2025 ყველა უფლება დაცულია
Created by Artmedia